
დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადებაზე იყო საუბარი. ვისაუბრეთ რუსეთის მიერ პროვოცირებული სასურსათო კრიზისის დაძლევაზე. უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ათობით ქვეყნისთვის. მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც სასურსათო კრიზისი საერთოდ გახდა შესაძლებელი: ამაში დამნაშავე რუსეთია და სხვა არავინ. ამას უკვე ყველა ლიდერი აღიარებს.
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.