
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნით მიმართ ოპტიმისტური მოლოდინები არ აქვს.
მისი თქმით, ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ქვეყანას ისტორიული შანსი გამოეყენებინა.
"დღევანდელი დასკვნის მიმართ არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, იმიტომ, რომ ეს დასკვნა პროცედურულია, რეალურად მიმდინარე მოვლენებზე უნდა გაკეთდეს შეფასება და არაფერი ხდება საქართველოში სამწუხაროდ ისეთი დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით იმ კრიტიკის პასუხად, რომელიც მუდმივად ისმის უკვე ევროპული სტრუქტურებიდან. საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ისტორიულ მომენტში. როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით, ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ჩვენს ხელისუფლებას ბრიუსელში, ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოკოკინების ქარხანა გაგვიხსნა", - თქვა თინა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი. ევროპელი დეპუტატები დოკუმენტში საკუთარ მოსაზრებებს ჩაწერენ, იმსახურებს თუ არა ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, რა შენიშვნები აქვთ და რატომ - რა უნდა გამოასწოროს საქართველომ იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს.
საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ, 23-24 ივნისის სამიტზე უნდა მიიღოს.
ამავე თემაზე: