ჯანდაბას, თუნდაც პირობიანი მონიჭება ბევრად უკეთესი იქნება - დავითულიანი EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, თუ ევროპული საბჭო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, ეს უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.

"თუ მოლდოვას და უკრაინას მისცეს, ნუ უკრაინას კიდევ მესმის, იმიტომ რომ ომშია და შეიძლება ეს იყო ერთგვარი კომპენსაცია, მაგრამ მოლდოვასაც თუ მიენიჭა და ამასობაში საქართველოს არ მიენიჭა, ეს იქნება მართლა უსამართლო. მართლა სამი და ხუთი თავით ვჯობივართ. თუ ეს კრიტერიუმი და ღირებულებები გადაწონა გეოგრაფიამ, ესეც ცუდი სიგნალი იქნება, თუმცა ჯანდაბას, ნებისმიერ შემთხვევაში, მონიჭება მაინც რა თქმა უნდა, თუნდაც პირობიანი, იქნება ბევრად უკეთესი", - თქვა დავითულიანმა.

კითხვას - შეასრულებს თუ არა მმართველი გუნდი პირობებს, რომელიც შესაძლოა ევროკავშირმა დააყენოს, მან უპასუხა, რომ "პირობას გააჩნია".

ამასთან, დავითულიანის თქმით, არ ელის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ჩანაწერი იქნება, "რადგან პოლიტპატიმრები ამ ქვეყანას არ ჰყავს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი