უკრაინა და მოლდოვა უფრო მაღლა დგანან, საქართველო ბოლო ადგილზეა ამ სამ ქვეყანას შორის - ჟოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ ჟოზვიაკი ამბობს, რომ უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე მაღლა დგანან და ევროკავშირში ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით კითხვისნიშნებია. მისი თქმით, ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დაფუძნებული.

ჟოზვიაკის თქმით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა.

"გუშინ ევროკომისიამ შეიმუშავა ფორმულა, რომელსაც ახლა განიხილავენ, ეს ფორმულაა, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს და ამას მოჰყვება პირობები, რომლებიც უნდა შეასრულონ, საქართველო კი ამ სტატუსს ახალ არ მიიღებს და მიიღებს პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში მასაც მიეცემა კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, უკრაინა და მოლდოვა უფრო მაღლა დგანან და საქართველო ბოლო ადგილზეა ამ სამ ქვეყანას შორის. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ჯერ ევროპარლამენტში ახლა კი ევროკომისიაში განიხილება და მომავალ კვირას წევრი ქვეყნები განიხილავენ დაფუძნებულია იმაზე, რომ საქართველოში ნამდვილად არის დემოკრატიული უკუსვლა. არსებობს მოლდოვისა და უკრაინის მთავრობები, რომლებიც პროევროპულები არიან და რეფორმებს ატარებენ საქართველოსთან დაკავშირებით კი კითხვისნიშანებია. ამას მოისმენთ დღეს, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი მოსაზრებებს წარადგენს, ასე რომ, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებულია ადგილზე შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე", - ამბობს რიკარდ ჟოზვიაკი.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია კანდიდატის სტატუსი მოგვიანებით მიიღოს, თუმცა ამისთვის მან არაერთი რეფორმა უნდა გააკეტაროს, განსაკუთრებით მართლმსაჯულებაში, რათა უკრაინასა და მოლდოვას დაეწიოს. 

"არ მგონია პოლიტიკური პატიმრების საკითხი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყოს, მაგრამ ყველაფერი რთულდება, როცა ქვეყანაში პოლიტიკური განსხვავებები და უთანხმოებებია", - ამბობს ჟურნალისტი. 

მისი შეფასებით, რთულია ევროკავშირთან დაახლოება, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური უთანხმოებები ასე მძაფრია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი