სრულიად ვუჭერ მხარს ევროპარლამენტის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაზე - გოშევსკა

გამოქვეყნდა:

არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო - ეს განცხადება პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი, რომელიც კლინიკა ვივა მედთან გააკეთა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა მას ამის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევა. 

მალგოჟეტა გოშევსკა ამბობს, რომ მხარს უჭერს ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას, თუმცა არა ქართველი ხალხის დასჯას: 

"ქართული საზოგადოება აბსოლუტური უმრავლესობით ხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავენ მოწოდებასა და მზაობას იმისკენ რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მიუხედავად ქვეყანაში არსებული შიდა დაძაბულობისა. გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მათ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს თავიანთი მკაფიო პოზიცია.  მე მინდა პირადად განვაცხადო რომ მხარს ვუჭერ ასეთ მიდგომას და ვაცხადებ, რომ არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ სრულიად ვუჭერ მხარს ევროპული პარლამენტს განცხადებასა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე." ამბობს გოშევსკა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი