გავაცნობთ როგორ მძიმე მდგომარეობაშია მედია დღეს - კრიტიკული მედია, მესამე სექტორი და დიპლომატები შეხვედრას მართავენ

გამოქვეყნდა:

მედიის მდგომარეობა საქართველოში - კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მესამე სექტორი და დიპლომატები ამ წუთებში დისკუსიას მართავენ. შეხვედრაზე იმსჯელებენ რა უნდა გაკეთდეს შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად.

დღევანდელ შეხვედრაზე ანალიტიკური ცენტრი "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" კვლევის შედეგებს წარადგენს.

"გავაცნობთ მათ კიდევ ერთხელ თუ როგორ მძიმე მდგომარეობაშია მედია დღეს, "მთავარი არხი" ერთ-ერთი უმძიმესი მაგალითია ამ შემთხვევაში, თუმცა არც ჩვენი კოლეგები არიან უკეთეს დღეში ამაზე ვისაუბრებთ, დეტალურად ვისაუბრებთ რა გზა არსებობს, რა გამოსავალი არსებობს მითუმეტეს ახლა, ამ კვირის განმავლობაში, როდესაც უნდა გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული ბედი, რა როლი ეკისრება ამაში მედიას და მედიის თავისუფლებას", - თქვა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ. 

შეხვედრას ესწრებიან "ფორმულასა", "ტვ პირველისა" და  "კავკასიას" წარმომადგენლებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი