მარიუპოლში ადამიანები ექიმებთან დიზენტერიის ან ქოლერის მსგავსი სიმპტომებით მიდიან - ანდრიუშენკო

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში ახლა "შუასაუკუნეობრივი" მდგომარეობაა.

როგორც ანდრიუშენკო აცხადებს, წყალმომარაგება ქალაქის მხოლოდ 2-3%-ს აქვს და მოსახლეობა ტანსაცმელს ქუჩებში არსებულ გუბეებში რეცხავს. მისივე თქმით, არის ინფორმაცია, რომ ქალაქის მაცხოვრებლები ექიმებთან დიზენტერიის ან ქოლერის მსგავსი სიმპტომებით მიდიან.

"მარიუპოლი ახლა შუა საუკუნეებშია. წყალმომარაგება ქალაქის მხოლოდ 2-3%-ს აქვს. ხალხი ტანსაცმელს ქუჩებში არსებულ გუბეებში რეცხავს. დაავადების გავრცელების რისკი დღითიდღე იზრდება. არის ინფორმაცია, რომ ექიმებთან დიზენტერიის ან ქოლერის მსგავსი სიმპტომებით მიდიან ადამიანები“, - თქვა ანდრიუშენკომ.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შეშფოთებულია მარიუპოლში ქოლერის გავრცელების რისკის გამო და იქ არსებულ ჰიგიენურ მდგომარეობას "დიდი საფრთხე" უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი