ევროკომისიამ მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

გამოქვეყნდა:

ევროკომისიამ მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა.

"მოლდოვას რაც შეეხება, მას დიდწილად ეხება იგივე, რაც უკრაინას. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ამ ქვეყანას, რომ მიიღოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ ქვეყანა კვლავაც განახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს. ბოლო პერიოდში მოლდოვამ გადადგა დიდი ნაბიჯები რეფორმების გატარების კუთხით და ეს ქვეყანა პირველად არის მკაფიოდ პროევროპულ და ანტიკორუფციულ გზაზე თავისი დამოუკიდებლობის დღიდან. რა თქმა უნდა, მოლდოვას კვლავაც აქვს პრობლემები, მაგრამ თუ ის ამ გზაზე დარჩება, ჩვენ გვჯერა, რომ მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ ასევე გასცა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია. რაც შეეხება საქართველოს, კომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.

საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მომდევნო კვირაში უნდა მიიღოს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი