უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის 1-ლი ივლისიდან სავიზო რეჟიმს აწესებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში სავიზო რეჟიმი დაუწესდებათ, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება. 

საკითხი დღეს მინისტრთა კაბინეტმა უნდა განიხილოს და გადაწყვეტილებაც მიიღოს.

 

"დღეს მინისტრთა კაბინეტმა უნდა მიიღოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. რეზოლუცია "უკრაინის მთავრობისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის.“ - აცხადებს ზელენსკი.

2 მაისს, პეტიციამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, საჭირო 25 000 ხმა მოაგროვა. თავად დოკუმენტი კი 11 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე შეიქმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი