
უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან ათასზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.
ტიმოშენკოს თქმით, ოკუპანტებისგან თავისუფალია 1023 დასახლებული პუნქტი, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კი აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
"რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება. ახლა დეოკუპირებულია 1023 დასახლებული პუნქტი", - განაცხადა ტიმოშენკომ
მისი თქმით, სუმის რაიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ახორციელებს ტერიტორიების განაღმვას შემდეგ დასახლებებში: ბროდის, ახტირკას, კლიმენტოვოსა და ლიუჟაში. გარდა ამისა, ტერიტორიის გასუფთავება და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ჟიტომირის რაიონში.