რა უხარია "ოცნებას" | მმართველი პარტიის პასუხი ქართველ ხალხს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" კი, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას ევროპული ოცნება დღეს ნამდვილად წაართვა, ევროკომისიის შედეგს სრულიად მომზადებული და კმაყოფილი შეხვდა. ირაკლი კობახიძე პარტიული ოფისიდან ამტკიცებდა, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიიღო, რომ ომშია, მოლდოვა კი უკრაუნის მეზობლობით დაზარლდა.

ივანიშვილის სპიკერმა მმართველი გუნდის უკიდურესი მარცხი მხოლოდ გეოგრაფიული განზომილებით ახსნა და შეეცადა რომ ანტიევროპული განწყობები ისევ გაეღვივებინა და ეთქვა, რომ საქართველოს მიერ წლების წინ გაღებული მსხვეპლი ევროპისთვის ახლა აქტუალური არ არის.

პარლამენტის ყოფილ, გადაყენებულ თავმჯდომარეს დღეს რეალური მიზეზები: დემოკრატიის უკუსვლა, მიშელის დოკუმენტის ჩაგდება, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, ყველა მეგობრის ჩამოშორება, რაღა თქმა უნდა არ უხსნებია.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი