"ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს"- ურსულა ფონ დერ ლეიენის სიტყვები განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა დღეს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებისთვის, იმის მიუხედავად რომ ყველამ კარგად იცოდა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი ევროპული პერსპექტივის საბოტაჟს მიზანმიმართულად ეწეოდა.
პოლიტიკური ძალები ახლა საზოგადოებასთან ერთად მაშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან, "შინ ევროპისკენ" - აქცია ამ მთავარი მოწოდებით დღევანდელი ვერდიქტის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.