დეოლიგარქიზაციის პროცესში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა კანონის საერთო კონცეფცია შეიმუშავეს. ეს გამოგვადა - რადას დეპუტატი

გამოქვეყნდა:

დეოლიგარქიზაცია უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება. სწორედ უკრაინის რეფორმების საბჭომ მიიღო, ეს გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ რადამ დააკანონა. კანონად ქცეული დეოლიგარქიზაცია, ერთ-ერთი მთავარი რეფორმა იყო, რომელიც ევროკომისიამ უკრაინას დღეს მოუწონა. 

ზელენსკის პარტია "ხალხის მსახურის" წევრი, რადას დეპუტატი იური კამელჩუკი "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ სასიამოვნო იყო, როდესაც უკრაინის მიერ ოლიგარქების წინააღმდეგ გატარებულ ბრძოლას ხაზი გაუსვეს და რომ სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ამ აღიარების საქმეში: 

"სასიამოვნო იყო როდესაც უკრაინის მიერ ოლიგარქების წინააღმდეგ გატარებულ ბრძოლას ხაზი გაუსვეს. დეოლიგარქიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი იყო მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის გამოცდილების გაზიარება. მათ კანონის საერთო კონცეფცია შეიმუშავეს. ეს გამოგვადა. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დროის უმოკლეს მონაკვეთში ოლიგარქების წინააღმდეგ რეფორმების გატარების მნიშვნელოვანი გეგმა შეადგინეს, რომელიც  უკრაინელმა დეპუტატებმა უკრაინულ გარემოს მოარგეს და დაამტკიცეს.  

ოლიგარქების წინააღმდეგ მიღებული კანონით, ძალიან ბევრი ეკონომიკური სექტორი გამოთავისუფლდა. სახელმწიფოსთვის და ადამიანებისთვის ბევრი სექტორისა და კომპანიის საქმიანობა უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ამ ყველაფერმა შედეგი პირველ რიგში სახელმწიფოს მისცა და ცენტრალურ ბიუჯეტზე აისახა. ასევე ადამიანების შესაძლებლობებზე." ამბობს რადას დეპუტატი.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ დღეს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა და პირობების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც ამ სტატუსის მოსაპოვებლად, ქვეყანამ უნდა შეასრულოს. ერთ-ერთი მთავარი პირობა დეოლიგარქიზაციაა.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი