"არაფერია მარადიული" - პუტინი

გამოქვეყნდა:

"არაფერია მარადიული" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას თქვა და დასავლეთის "დომინირების დასრულება იწინასწარმეტყველა".

„მიაჩნიათ, რომ დასავლეთის გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში დომინირება უცვლელი და მარადიული ღირებულებაა. არაფერია მარადიული. უფრო მეტიც, ჩვენი კოლეგები არა მხოლოდ უარყოფენ რეალობას, არამედ ისტორიის მიმდინარეობასთან დაპირისპირებას ცდილობენ და საკუთარი ილუზიების ტყვეობაში არიან“, - თქვა პუტინმა.

აქვე, რუსული მედიის ცნობით, პუტინმა თქვა ისიც, რომ იმის გამო, რომ ევროკავშირი სამხედრო ორგანიზაცია არ არის, რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება. ასევე, პუტინი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინის ეკონომიკის ზრდას ხელს ვერ შეუწყობს. 

მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი კომაშია

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი