უკრაინელი პარამედიკოსი იულია (ტაირა) პაევსკა რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა. ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"დღეს უკვე შემიძლია იმის თქმა, რომ უკრაინელი პარამედიკოსის, იულია პაევსკას ტყვეობიდან გათავისუფლება მოხერხდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმუშავა ამ შედეგისთვის. "ტაირა" უკვე სახლშია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა გავათავისუფლოთ", - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მოხალისეთა მეომარ-მედიკოსთა ქვედანაყოფის დამფუძნებელი იულია პაევსკა რუსმა აგრესორებმა 16 მარტს, საბრძოლო ზონიდან დაშავებულების ევაკუაციის დროს დააკავეს.