უკრაინელებმა ოდესის რეგიონში მტრის ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა სამხედროებმა ოდესის რეგიონში რუსი ოკუპანტების ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. 

როგორც Unian-ს სამხრეთის ოპერატიულ სარდლობაში განუცხადეს, მტერმა რაკეტები დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაუშვა. 

"დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გასროლილი ორი რაკეტა "ონიქსი" საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფმა ზუსტი დარტყმით გაანადგურა", - აცხადებენ სარდლობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი