აუხსენით თქვენს აქტივისტებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 30 მაჟორიტარული ოლქით ჩატარდება არჩევნები - ბერძენიშვილი ენმ-ს

გამოქვეყნდა:

"მივმართავ ენმ ლიდერებს!
აუხსენით თქვენს იმ  აქტივისტებს, ვინც საჯაროდ მოითხოვს  დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 30 მაჟორიტარული ოლქით ჩატარდება   არჩევნები. 120/30 სისტემა კი ხელისუფლებისთვის უზარაზარი ფორაა,  რადგან მაჟორიტარების ნახევარი წინასწარ უდევს ჯიბეში და მეორე ნახევარში იქნება კონკურენცია მხოლოდ. 
რიგგარეშეს მიღწევის ძალა თუ გვექნა -  2 პროცენტიანი ბარიერით, სრულად პროპორციული სისტემით 150 დეპუტატის არჩევასაც მივაღწევთ სწრაფად.  პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მეორე/ მესამე მოსმენით მიღებაა აუცილებელი არჩევნებამდე."

წერს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით ბერძენიშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი