ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, კაპიტულაცია გამოეცხადებინა - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

2020 წლის არჩევნები 120/30-ზე მოდელით  ჩატარდება - საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს შეეძლებათ თანაბარი რაოდენობით აირჩიონ დეპუტატები სიითა და მაჟრიტარული პრინციპით.

ოპოზიციის შეფასებით, საკონსტუტიციო ცვლილების მიღებით ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა, რაც ოპოზიციის, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლისა და ბრძოლის შედეგია. მათი თქმით, შეთანხმების მეორე ნაწილიც ამავე სიზუსტით უნდა შესრულდეს.

უზარმაზარი ძვრები მოხდა ქვეყანაში, ეს არის ბრძოლის შედეგი, მათ შორის იმ ბრძოლის, რომელიც წამოიწყეს ახალგაზრდებმა, სწორედ მათი იდეა იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. შემდეგ პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, საერთაშორისო ძალების ზეწოლა. ფაქტობრივად მოახდინა ქართულმა ოცნებამ კაპიტულაცია, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ ახლა დარჩენილია 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილი შესასრულებელი. 

პოლიტპატიმარი გიორგი რურუა არის ციხეში. ამაზე გაგრძელდება საზოგადოების წნეხი, საერთაშორისო მეგობრების წნეხიც. თუ გონს მოეგო ივანიშვილი, ძალიან კარგი იქნება, ერთ შედეგს დაემატება მეორე, ნორმალიზაცია ვითარების, თუ არა თვითონ გადაიხდის ამის საფასურს. ამ ახალ სისტემაში, რომელიც არ უნდოდა მიეღო და იძულებული გახდა, დამარცხდება, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი