რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს განახლდეს - არახამია 

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გარკვეულ ტერიტორიებზე კონტრშეტევის განხორციელების შემდეგ განახლდეს. ამასთან დაკავშირებით მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც ფრონტზე პოზიციებს გააძლიერებს, თუმცა მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია:

"არ გვინდა, ჩვენი გეგმები რუსებს გავუზიაროთ, მაგრამ ვფიქრობ, ზოგან კონტრშეტევით ოპერაციებს ჩავატარებთ", - თქვა არახამიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი