ხერსონში, ოკუპანტების მხარეს გადასული ციხის ხელმძღვანელი, მანქანაში ააფეთქეს

გამოქვეყნდა:

აფეთქება დროებით ოკუპირებულ ხერსონში - უკრაინული მედიის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელის ევგენი სობოლევი, რომელიც ოკუპანტების მხარეს გადავიდა, საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს.

შემთხვევა სენიავინის ქუჩაზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ხეზე იყო მიმაგრებული, რომელთანაც სობოლევის მანქანაზე იდგა.

საოკუპაციო რეჟმი მომხდარს "ტერორისტულ აქტს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ის უკრაინელმა პარტიზანებმა განახორციელეს და სამიზნე სწორედ სობოლევი იყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, სობოლევი გადარჩა, დაჭრილია, საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი