ექიმები და ხელოვანები ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის რეკომენდაციების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ექიმებმა და ხელოვანებმა საკუთარი პოზიცია დღეს საგანგებო ბრიფინგებზე დააფიქსირეს. მათი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ჯერ კიდევ არის დრო.

ექიმები თვლიან, რომ ქართული ოცნების შეცდომებისა და უმოქმედობის გამო ქართველმა ხალხმა ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი არ უნდა დაკარგოს. ექიმებიცა და ხელოვანებიც  ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, აქტიურობისკენ მოუწოდებენ მოქალაქეებსაც. 

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს შემთხვევაში კი განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანა კონკრეტულ პირობებს შეასრულებს, ამ საკითხზე ხელახლა იმსჯელებენ.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დეოლიგარქიზაციაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი