
უკრაინელებმა ოკუპანტების ტყვეობისგან კიდევ ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს - თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დღეს სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა "5X5" ფორმატში მორიგი გაცვლა განახორციელა.
დაზუსტებულია, რომ ყველა გათავისუფლებული მშვიდობიანი მოქალაქეა.
"უკრაინის ხუთი მოქალაქე სახლში დაბრუნდა. მათ შორის ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე კიევის რეგიონში ბრძოლების დროს დაატყვევეს. მათგან სამი - გოსტომელის ოკუპაციის დროს", - აცხადებენ უწყებაში.
უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ განაცხადა, რომ უკრაინა ყველა რუს სამხედრო ტყვეს ჟენევის კონვენციის სრული დაცვით ინახავს, გარდა ამისა, მათთვის ბანაკი მოაწყო დასავლეთის ერთ-ერთ რეგიონში. ერთი სამხედრო ტყვე შესანახად თვეში საჭიროა მინიმუმ 3 000 გრივნა.