ოლიგარქია და ევროკავშირი - რა წერია კონსტიტუციის 78-ე მუხლში და რას არღვევს ხელისუფლება?

გამოქვეყნდა:

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად - ეს არის ციტატა საქართველოს კონსტიტუციიდან  -  მუხლი 78. 

ხელისუფლება, რომელსაც კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ ყველაფერი გააკეტოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სინამდვილეში აკეთებს ყველაფერს, რომ  ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი და მისი ძალაუფლება შეინარჩუნოს; 

ევროპა კი უკვე ღიად გვეუბნება, რომ ოლიგარქიული რეჟიმი  და ევროკავშირი ერთმანეთთან შეუთავსებელია - ოლიგარქმა, ჯერ კიდევ წლების წინ თქვა, რომ ევროპა უნდა გააოცოს ქართული დემოკრატიით - ახლა ევროპა გაოცებულია, მაგრამ ქართული დემოკრატიის ნაცვლად, ჩვენი რეალობით- როგორ გადაიქცა რეფორმების ლიდერი სახელმწიფო, რეგიონში ყველაზე მაჩანჩალა ქვეყნად - ქვეყნად, სადაც ერთი კაცის მმართველობა, ყველა მოქალაქეზე და ქვეყნის მთავარ კანონზე მაღლა დგას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი