
საქართველოსგან განსხვავებით, 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭო უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. ასოცირებული ტრიოს შემადგენლობიდან საქართველო გაქრა- დანარჩენმა ორმა ქვეყანამ კი ევროკავშირის შეფასებით, ეს სტატუსი დაიმსახურა.
უკრაინამ უპრეცედენტო გმირობის და თავგანწირვის მაგალითით- 24 ივნისს, პუტინის ომის დაწყებიდან ზუსტად 4 თვის შემდეგ, ომში მყოფი ქვეყანა, ევროკავშირის კანდიდატობას ოფიციალურად მიიღებს.
ამავე სტატუსს მისცემენ მოლდოვასაც. ქვეყანამ, რომელსაც ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბევრი მოთხოვნა ექნება შესასრულებელი, თუმცა საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, მაია სანდუმ დასავლელ პარტნიორებს კარგად აუხსნა, რომ მისი ქვეყანა ევროპის გზაზე დგას და ევროპულ ღირებულებებს სრულად იზიარებს, მათ შორის უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერით.
რა ხდებოდა ახლო წარსულში ამ ორ ქვეყანაში, როგორ დასრულდა პლახატნიუკის და იანუკოვიჩის მმართველობა და რას მოჰყვა უკრაინაში ვერომაიდანი - რამაზ ხატიაშვილის რეპორტაჟი