დეოლიგარქიზაცია ოპოზიციისთვის შესაძლოა, საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია აღმოჩნდეს - ხელაშვილი

გამოქვეყნდა:

დეოლიგარქიაზაცია ოპოზიციისთვის შესაძლოა, საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია აღმოჩნდეს - ასე განმარტავს ევროპის მიერ მოთხოვნილ დეოლიგარგაზაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი "იმედის" ეთერში. 

ხელაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკოსი ჯდება ოლიგარქის კრიტერიუმებში. "ქართული ოცნების" წევრი ამტკიცებს, რომ ევროკომისიის მთავარი მოთხოვნის შესრულებითა და დეოლიგარქიზაციით საქართველოში ოპოზიციის დასრულებაა მოსალოდნელი. 

„ოლიგარქი - პირველი ეს არის პიროვნება, რომელიც ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეორე აქვს გავლენა მასმედიაზე. მესამე პიროვნება, რომელსაც აქვს კომპანია, რომელიც დომინანტია ან მონოპოლია აქვს გარკვეულ სფეროში. მეოთხე მისი ქონება აღემატება 84 მილიონ დოლარს. თუ ამას ავიღებთ, ოპოზიციის თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკოსი ჯდება ზუსტად ამ კრიტერიუმებში ოლიგარქიზაციის. როდესაც ოპოზიცია ცდილობს, ბიძინა ივანიშვილზე დამიზნებით დეოლიგარქიზაციის თემა წინ წამოწიოს, ამას შეიძლება, მათთვის სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს...“, - თქვა ხელაშვილმა.

შეგახსენებთ, სწორედ ოლიგარქიული მმართველობისგან გათავისუფლებაა ევროკომისიის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მიმართ, რომელიც ევროპულმა ორგანომ გუშინ, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაირკვა, რომ კომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გაუწია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი