ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ნავთობის საცავი დაბომბეს | 3 ადამიანი დამწვრობის გამო, კლინიკაში გადაიყვანეს 

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს დნეპროპეტროვსკის რეგიონს. მტრის რაკეტებმა ნოვომოსკოვსკის რაიონში ნავთობის საცავი გაანადგურეს. მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, სამმა ადამიანმა მიიღო დამწვრობა - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

"სამ რაკეტამ გაანადგურა ნავთობის საწყობი. დიდი ხანძარია. მაშველები ცეცხლს აქრობენ.სამმა ადამიანმა მიიღო დამწვრობა, ისინი საავადმყოფოში არიან", - განაცხადა რეზნიჩენკომ.

დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარემ, მიკოლა ლუკაშუკმა კი თქვა, რომ წინასწარი მონაცემებით არის მსხვერპლი და ფართომასშტაბიანი ნგრევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი