პელოსი დამპირდა რუსეთის ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ გამოცხადებას | არახამია Fox News-თან

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვერხოვნა რადაში უმრავლესობის ლიდერმა, დავით არახამიამ თქვა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი შეჰპირდა რუსეთის გამოცხადებას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ - ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" არახამიას მიერ Fox News-ის ტელეეთერში მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.

არახამიას თქმით, შესაბამის რეზოლუციას კონგრესი სავარაუდოდ ოთხშაბათს უყრის კენჭს, შემდეგ კი ის სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეგზავნება.

არახამიას თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი გარკვეულწილად ახერხებს მისთვის დაწესებული მკაცრი სანქციების გვერდის ავლას. თუკი აშშ-მა რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნო, ეს მოსკოვს უკიდურესად გაურთულებს სანქციებისთვის გვერდის ავლას, დასძინა არახამიამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი