ნოტარიუსისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა - ქურდოვანიძე

გამოქვეყნდა:

წულუკიანის პირადი შურისძიება - ასე აფასებენ მესამე სექტორში ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერებას. იურისტები ამბობენ, რომ უწყება, რომელიც შენგელიამ იუსტიციის სამინისტროსგან   მიიღო, კანონთან შეუსაბამოა.

წულუკიანის უწყების გზავნილში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მის ოპოზიციური ხასიათის აქტივობას უკავშირდება. ბაჩანა შენგელია არის ია კერზაიას, ზუგდიდის სკოლის დირექტორის შვილი, რომელიც არჩევნების პერიოდში მასზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ გარდაიცვალა.

ეს არის პირადი შურისძიება თეა წულუკიანის ბაჩანა შენგელიას მიმართ. არის კრიტიკული, სამართლიან ამ ხელისუფლების მიმართ, ის გამოთქვამს უკმაყოფილებას და კრიტიკას იმის გამო, რომ მის ოჯახს ძალიან უსამართლოდ მოექცნენ, მას უდიდესი ტრაგედია გადახდა თავს. ახლა არ ჩერდება უსამართლობა და მას დევნიან. ეს არის პირდაპირი დევნა ამ ადამიანის და ვფიქრობ, ამას ძალიან დიდი შედეგი მოჰყვება, - ამბობს IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

საია-ს იურისტი ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ ნოტარიუსისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი