უკრაინულმა ავიაციამ რუსი ოკუპანტების აღჭურვილობა და საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურა

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობაზე 4 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. 

ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" ინფორმაციით, იერიშის შედეგად განადგურდა რუსული საბრძოლო მასალის საცავი სამხრეთ უკრაინაში, 28 ოკუპანტი, ერთი ტანკი, ერთი სარადარო სადგური, საწვავის ავზი და სხვადასხვა ტიპის საავტომობილო ტექნიკა.

მათივე ცნობით, მტერმა ვერტმფრენით მიკოლაევის რაიონში უკრაინის პოზიციებზე შეტევა სცადა, თუმცა საპასუხო ცეცხლის შემდეგ, უკან დახევა მოუწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი