პირი, რომელმაც რუსთავში 3 ადამიანი დაჭრა, მანამდე დანით სხვა მოქალაქეებსაც ემუქრებოდა - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

რუსთავში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სამი ადამიანი დაჭრა, მე-12 მიკრორაიონში ცივი იარაღით გადაადგილდებოდა და მოქალაქეებს ემუქრება. 

მასა და სამ პირს შორის ადგილზე შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს 18 წლის ახალგაზრდამ 30 წელს გადაცილებულ 3 ადამიანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 

ორი დაშავებული უგონო მდგომარეობაში შემთხვევის ადგილზე იპოვეს, მესამე კი ტერიტორიიდან მოშორებით. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდათ. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. მას გამოძიება სამი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი