რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 5

გამოქვეყნდა:

ხარკოვის რეგიონში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად 73 წლის კაცი დაიღუპა, 5-მა მოქალაქემ კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. 

"იზიუმის რაიონში ანდრიევკასა და დონეცის დაბომბვის შედეგად 73 წლის კაცი დაიღუპა და 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. კიდევ 1 ადამიანი დაშავდა ჩუჰუივში. დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ასევე დაბომბეს დერგაჩისა და ზოლოჩივის დასახლებები", - თქვა სინეგუბოვმა. 

მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანტები ემზადებიან ახალი თავდასხმისთვის იზიუმის მიმართულებით.

"ჩვენი დამცველები გმირულად იცავენ თავს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ ოკუპანტებს", - აღნიშნა გუბერნატორმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი