
რუსული პროპაგანდა ავრცელებს ნარატივს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ახალი მოთხოვნა წამოუყენეს - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის (JRS) განცხადებაშია ნათქვამი.
„კრემლის ათობით მედია წერს, რომ ევროკავშირმა უკრაინას მოსთხოვა შეწყვიტოს სტეპან ბანდერას განდიდება“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
ამ „მოთხოვნის“ დასტურად რუსეთს მოჰყავს ფრანგული BFM TV-ზე საფრანგეთიდან დეპორტირებულ ებრაელთა ასოციაციის იურისტის, არნო კლარსფელდის მიერ გაჟღერებულ თეზისი, რომ საჭიროა ს.ბანდერას სახელობის უკრაინული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევა. ერთ დროს იგივე ფიგურა ამბობდა, რომ რუსეთმა და უკრაინამ დონბასზე კომპრომისს უნდა მიაღწიონ.
უკრაინული მხარე ხაზგასმით წერს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ მოთხოვნად რჩება რეფორმები და უკრაინის კანონმდებლობის ევროპულთან შესაბამისობა.
"კონკრეტული ინდივიდის პოზიცია არ ასახავს საზოგადოების განწყობას. რუსეთს მოჰყავს მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი "ექსპერტების" ციტატები, რათა შეიქმნას ცრუ შთაბეჭდილება დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობაში უკრაინის მხარდასაჭერად განხეთქილების არსებობის შესახებ"- ნათქვამია განცხადებაში.