ამ წუთებში რუსთავის ციხესთან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია იმართება. მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები კიდევ ერთხელ აპროტესტებენ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობას.
აქციის მონაწილეები ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, გარდა ამისა, ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულონ ევროკომისიის რეკომენდაციები. მათი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება რეფორმების გატარების წინაპირობა იქნება.
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ ხვალ, 20 ივნისს, 20:00 საათზე რუსთაველზე დაგეგმილ მასშტაბურ აქციას შეუერთდებიან.