დღეს საქართველოს ნამდვილად იანუკოვიჩის მომენტი უდგას - როცა ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნის ისტორიის არასწორი მიმართულებით შემოტრიალებას ცდილობს. და ამისთვის არც რუსული პროპაგანდის გამოყენებას ერიდება, და არც შინნაზარდი "წიტუშკების" დაგეშვას თავისივე მოქალაქეებზე.
ყოველივე ამაზე პასუხი, რა თქმა უნდა ხალხმა უნდა გასცეს, და რამდენად აქტიურადაც არ უნდა გამოიყენოს "ქართულმა ოცნებამ" პროპაგანდისტული ბულინგი, ამ მარტივ ჭეშმარიტებას ვერავინ და ვერაფერი აღუდგება წინ - ხალხი, და არა ივანიშვილი ან კობახიძე, ან ღარიბაშვილი, ხალხი - თავად წყვეტს როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება.
რუსული პროპაგანდის კიდევ ერთმა რუპორმა ნებსით თუ უნებლიეთ გასულ კვირას, ევროპული მომავლის დაცვის მოტივით, რუსულ პროპაგანდას კიდევ ერთი საკბილო მიუგდო და კიდევ ერთხელ პრეზიდენტის ინსტიტუტი, და მთავარსარდლის ტიტული ლამის კომიკური სცენარის სიუჟეტად აქცია.