
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ეკონომიკურ ფორუმზე უცნაური საქციელით ყველა გააოგნა. ის არ უსმენდა გამომსვლელებს და ფრჩხილებს იკვნეტდა.
ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო ტელეგრამის არხმა, Nexta-მ გამოაქვეყნა.
"ზესახელმწიფოს დიდი და უძლეველი ლიდერი მოწყენილია და ფრჩხილებს იკვნეტს", - ნათქვამია განცხადებაში.
კადრებში ჩანს, რომ პუტინი ფრჩხილებს იკვნეტს, ხოლო მისი მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი „დიდ რუსეთს“ განადიდებს. დიქტატორს მისი საუბარი დიდად არ აინტერესებდა.
უკრაინული გამოცემა UNIAN წერს, რომ პარალელურად უკრაინელმა ბლოგერმა ოლექსი ჰოლუბუცკიმ ყურადღება პუტინის 3 მილიმეტრიან მანიკურზე გაამახვილა.
პუტინის უცნაური ჩვევების შესახებ იხილეთ: