ხელისუფლებამ, თითქმის, ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის დაზიანებულიყო - ლომჯარია 

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, 7 მედიასაშუალების ერთობლივ ეთერში სახალხო დამცველმა ისაუბრა, რომ დღეს არის ისტორიული და გადამწყვეტი მომენტი და ასეთი შესაძლებლობები ათწლეულებში ერთხელ დგება.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ახლა მთავარია, ხალხმა უფრო მეტად აჩვენოს საკუთარი პოზიცია ხელისუფლებას და მოსთხოვოს გააკეთოს ის, რაც კონსტიტუციით ევალებათ და რაც მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია. 

"ჩვენი ხელისუფლება არათუ ეცადა, რომ ისტორიული შანსი გამოეყენებინათ, თითქმის ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს შესაძლებლობა დაზიანებულიყო საქართველოსთვის. მე ვიყავი ბრიუსელში აპრილის თვეში., შევხდი შესაბამის უწყებებს და იმ პერიოდშიც კი ჩვენ სამ ქვეყანას ერთ კონტექსტში განგვიხილავდნენ და ვსაუბრობდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ, სამი ქვეყანა არ დავეშორებინეთ ბრიუსელს. ევროკავშირი ელოდა ხელისუფლებისგან ნაბიჯების გადადგმას, ნათლად მითხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ხალხის განწყობები, ევროკავშირთან ურთიერთობაში ხალხს წარმოადგენს ხელისუფლება, მაგრამ მათ ვერ მიიღეს პასუხები ხელისუფლებისგან, რასაც ელოდნენ... ეს იყო შარლ მიშელის შეთანხმება, ასოცირების რის წესით არსებული ვალდებულებები და ამის ნაცვლად თვალს ვადევნებდით ევროკავშირზე გადაბრალებას, დისკრედიტაციის მცდელობას და [ნიკა გვარამიას] ძალიან, ძალიან საეჭვო დაკავებას" ,- თქვა ლომჯარიამ

ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ პერსპექტივა, რომელიც ევროკომისიის მოსაზრებაში აღინიშნა, მხოლოდ იმიტომ აღინიშნა, რომ ევროპული განწყობები მოდის ხალხისგან და შანსიც სწორედ ხალხს დაუტოვეს. 

"არათუ ნაბიჯები გადადგეს, არათუ გაჩერდნენ ან ინერტულები იყვნენ ამ პროცესში, პირიქით, გაკეთდა ისეთი განცხადებები, რომლებიც წარმოგვაჩენდა ევროკავშირის წევრობის არამსურველ ქვეყანას. მათ შორის მითხრეს, რომ ქვეყანას, რომელსაც უნდა წევრობა, არ არღვევს შეთანხმებას, რომელიც დადებულია ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური წარმომადგენლობის მიერ. ვფიქრობ, აქედან გაიგზავნა პოლიტიკური სიგნალები ცხადად, არც მიიღო ევროკავშირმა, იმ განაცხადად,  რომ ხელისუფლება რა არის მზად ამ პროცესისთვის" ,- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი