აქციას "შინ ევროპისკენ" სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ დაგეგმილ აქციას "შინ ევროპისკენ" სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. ინფორმაციას Facebook-ზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, ექიმი ნიკა მოსიაშვილი ავრცელებს. 

აქციას უერთდებიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ხვალ, 20 ივნისს ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან დღეს, მათი პოზიციის დაფიქსირება და გაერთიანება ქართულ-ევროპულ საზოგადოებასთან აუცილებელია.

სამწუხაროდ არ/ვერ ხდება ღიად და ოფიციალურად უნივერსიტეტის და მისი თვითმმართველობის სახელით.

როგორც ხალხი ჯობს მთავრობას ხოლმე, ისევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჯობიან უნივერსიტეტს.

მიხარია რომ იქნებით, - წერს ნიკა მოსიაშვილი.

აქცია "შინ ევროპისკენ!" პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი