
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ეგზიტპოლის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ალიანსმა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
სრული უმრავლესობის შესანარჩუნებლად მაკრონის ალიანსს 289 ადგილი სჭირდებოდა, თუმცა წინასწარი შედეგებით კოალიციამ 245 მანდატი მოიპოვა.
ასევე ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ადგილას მემარცხენე-მწვანე ალიანსი Nupes გავიდა, რომელიც პარლამენტში 131 ადგილს დაიკავებს. მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია 89 მანდატით გავიდა.