მშობელი ამბობს, რომ პედაგოგმა 6 წლის მოსწავლეს თავში ფანქარი ჩაარტყა - შიდა ქართლის სკოლაში გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში პირველი კლასის პედაგოგმა სავარაუდოდ, 6 წლის ბავშვზე იძალადა. ოჯახი მასწავლებლის დასჯას ითხოვს და ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ის მოსწავლეებზე ძალადობდა, თუმცა მათი თქმით, პედაგოგი გარკვეული ხელშეუხებლობით სარგებლობს და მისი პასუხისგებაში მიცემა ამ დრომდე არ მომხდარა.

"ჩემ პირველკლასელ ძმაზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა პედაგოგისგან და ამ პედაგოგზე არაერთი ფაქტი არის, რომ იგი ძალადობდა ბავშვებზე, თუმცა ამას სკოლა ამართლებს და სკოლა ამას უარყოფს. როდესაც ჩატარდა დისციპლინარული საბჭო, დირექტორი გვეუბნება, რომ თვითონ არაფერ შუაში არ იყო და ეს გადაწყვეტილება მიიღო დისციპლინარულმა საბჭომ, თუმცა დისციპლინარული საბჭოს წევრებიც ამბობენ, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ", - ამბობს დაზარალებულის და.

მომხდართან დაკავშირებით "მთავარ არხთან" სკოლის დირექტორმაც ისაუბრა. მისი თქმით, სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით განცხადება მშობელმა შეიტანა, რის შემდეგაც სადისციპლინო კომიტეტმა საკითხის მოკვლევა დაიწყო. მისი განმარტებით, კომიტეტმა დაადგინა, რომ აღნიშნული ფაქტი არ მომხდარა.

"მშობელმა შემოიტანა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ დაწყებითი კლასის პედაგოგმა მის შვილს ფანქარი ჩაარტყა თავში. აღნიშნული საკითხი გადაეცა დისციპლინარულ კომიტეტს, კომიტეტმა მოიკვლია საკითხი და ახსნა-განმარტებების საფუძველზე დაადგინა, რომ ფაქტი არ მომხდარა და პედაგოგს ფანქარი არ სჭერია.

სამართალდამცველები სკოლაში იყვნენ, ისინი დამოუკიდებლად აწარმოებენ გამოკითხვას", - თქვა სკოლის დირექტორმა.

საჯარო სკოლაში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პედაგოგი, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ სასწავლო პროცესს არ ჩამოშორებია. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი