უკრაინასა და მოლდოვას სტატუსს ავანსად აძლევენ, წამახალისებელი ავანსია - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია "ავანსად გასცა". 

ღარიბაშვილის განმარტებით, პერსპექტივასთან დაკავშირებით რეკომენდაციაში სამივე ქვეყანასთან მიმართებით იდენტური ჩანაწერია, თუმცა სტატუსის მინიჭება უკრაინის შემთხვევაში ომმა განაპირობა. რაც შეეხება მოლდოვას, ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში ომით მოლდოვაც დაზარალდა და ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია.

"მოლდოვას და უკრაინას აქვს აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით. მათაც ჩაუწერეს, ევროკომისია მიმართავს რეკომენდაციით, რომ მიენიჭოთ პერსპექტივა და სტატუსი, ანუ რეალურად, სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვასთვის, რომელიც არის ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მაგრამ ამავდროულად მათაც მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენ შემთხვევაში პირიქითაა, ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ეს პირობა, რომელიც დადებულია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია, ტერიტორიის 20% უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია, თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით ეს არის მოლდოვა", - თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 17 ივნისს  ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა. საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა.

 27 წევრი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადს 24 ივნისს ევროკავშირის სამიტზე განიხილავს. იხილეთ ასევე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი