"მინდა ვუთხრა ჩვენ ძვირფას ხალხს, რომ სწორედ "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. და მე რამდენიმეს შევახსენებ ჩვენ მოსახლეობას - ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი მეგობრებო უკავშირდება "ქართული ოცნების" მმართველობას".
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოზე, რომელსაც ევროკომისიამ სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გაუწია.