
"იცნობდეთ გავრილოვის მოსამართლეს" - ამ სახელწოდებით "ანტიკორუფციული მოძრაობა" იუსტიციის საბჭოსთან აქციას მართავს. მათი თქმით, ეს არის პასუხი სასამართლოს უმოქმედობაზე, როდესაც "ოცნების მცველმა" მოსამართლეებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამართალდამცველები მინიმალური პასუხისმგებლობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
აქციის მონაწილეები შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მოსამართლეების დასანქცირებისნ მოუწოდებენ.
"მივმართავ აშშ-ს, ევროკავშირს, რომ დაიწყოს ყველა იმ მოსამართლის სანქცირება, რომლებიც ოლიგარქიული რეჟიმის სამსახურში დგანან და სამართლებრივ მარწუხებში ჰყავთ მოქცეული, ქართული მედია, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები", - თქვა ლაშა ფარულავამ.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციები პერმანენტულად გაიმართება. გარდა ამისა, ისინი დღეს, 20:00 საათზე რუსთაველზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.