უდავოა, რომ გიორგი მარგველაშვილი ნაცმოძრაობას უწყობს ხელს - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

გიორგი მარგველაშვილი ნაციონალურ მოძრაობას უწყობს ხელს -ასე აფასებს "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მდინარაძე, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინიციატივას და ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის.

"უდავოა, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობას უწყობს ხელს, რომელიც ცდილობს დაამკვიდროს ისეთი აზრი, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივა. ასეთი დამაზიანებელი და მავნე მესიჯებით გთხოვთ, ამ დღეების, ამ პერსპექტივის ხათრით ნუ გამოხვალთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

გაიგზავნოს ევროკავშირში ერთობლივი მიმართვა - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს, თბილისში დაანონსებულ აქციაზე ინიციატივას გაახმოვანებს.

მიმართვაში აღნიშნული იქნება, რომ საქართველოსთვის ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას, მნიშვნელოვანია მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი ამის შემდეგ კი ქვეყანას დაეკისროს, იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც ევროკავშირისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი