თუ ტრანზიტი არ აღდგება, ვიტოვებთ უფლებას მივიღოთ ზომები ეროვნული ინტერესების დასაცავად - რუსეთი ლიეტუვას ემუქრება

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისს სამინისტრომ ლიეტუვის წარმომადგენელი საგანგებოდ დაიბარა და გააფრთხილა, რომ თუ უახლოეს მომავალში სატვირთო ტრანზიტი კალინინგრადისკენ სრულად არ აღდგება, რუსეთი იტოვებს უფლებას მიიღოს ზომები თავისი "ეროვნული ინტერესების დასაცავად".

საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიეტუვის გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს, რომელიც რუსეთის საგარეოს მტკიცებით, არღვევს ლიტვის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.

ლიეტუვას გადაწყვეტილებით, ქვეყანა კალინინგრადის მიმართულებით აღარ უშვებს იმ მატარებლებს, რომელთაც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქტი გადააქვთ. დღეს ქვეყნის გადაწყვეტილებას კრემლის პრესსპიკერიც გამოეხმაურა და მას უკანონო უწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი