"იმპერიების დრო დასრულდა" - ზელენსკიმ აფრიკის კავშირის ქვეყნებს მიმართა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა აფრიკულ ქვეყნებს მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს  აფრიკის კავშირის ქვეყნებS ონლაინ ფორმატში ჩაერთო და რუსული აგრესიის შედეგად, მსოფლიოსთვის მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა შიმშილის საფრთხეზე:

"ეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლოა ძალიან შორს ჩანდეს აფრიკის კავშირის ქვეყნებისგან. მაგრამ სურსათის კატასტროფულად მზარდმა ფასებმა უკვე მიაღწია მილიონობით აფრიკელის ოჯახებამდე. ეს ვითარება ცხადყოფს, თუ რამდენად დაკავშირებულია ერთმანეთთან ყველაფერი მსოფლიოში. ევროპაში ერთმა ომმა, კერძოდ, რუსეთის მცდელობამ დაეპყრო ჩვენი მიწა და უკრაინა გადაექცია რუსეთის კოლონიად, გამოიწვია საკვების ხელმისაწვდომობის გაუარესება და გაზარდა შიმშილის საფრთხე. სწორედ ამიტომ, შიმშილის თავიდან ასაცილებლად, უნდა დასრულდეს მცდელობა სახელმწიფოების მხრიდან, დაუბრუნდნენ კოლონიალიზმის აგრესიულ პოლიტიკას. იმპერიების დრო დასრულდა. ადამიანებს აქვთ უფლება უბრალოდ იცხოვრონ და ჰქონდეთ ყველაფერი სიცოცხლისთვის" თქვა ზელენსკიმ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი