პარლამენტში საარჩევნო კოდექსის ცვლილებების განხილვა იწყება

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ პარლამენტ საარჩევნო კოდექსში ცვილებების შეტანის საკითხის განხილვა იწყება. უმრავლესობის თქმით, ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზეა მომზადებული. 

საარჩევნო კოდექსის ცვლილებები ეხება პარტიების დაფინანსებას, რომლის წესიც მნიშვნელოვნად იცვლება; ასევე ის ეხება სარეკლამო დროის გადანაწილებას, სიძულვილის ენას, პარტიების შემოწირულობებსა და პროპორციულ სიაში კვოტირების წესს. გარდა ამისა, მმართველი პარტია ინიციატივით გამოდის, რომ პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი იყოს. 

დაფინანსების წესის ცვლილება გულისხმობს, რომ დაფინანსების მიღებას შეძლებენ ახლადშექმნილი პარტიებიც. ასევე, როდესაც პატარა პარტიები დიდ პარტიებთან ბლოკებში ერთიანდებოდნენ და თავიანთ დაფინანსებას ამ უკანასკნელთ შემოწირულობის სახით უთმობდნენ, ახლა ყველა პარტია საკუთარ მოძიებულ სახსრებს თავადვე განკარგავს. 

"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენაზე უფრო დიდი პრობლემა ყალბი ახალი ამბების გავრცელებაა.

ყველაზე დიდი პრობლემა არის სიცრუის მანქანაზე აწყობილი პროპაგანდისტული მეთოდები, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით წინასაარჩევნოდ დაგვჭირდეს გამკაცრება ამ მიდგომების, მათ შორის, ვნახეთ, რომ "ოცნებას" უზარმაზარი ინფრასტრუქტურა ჰქონდა შექმნილი სოციალურ ქსელში გაყალბებული ახალი ამბების გავრცელების და მიმაჩნია, რომ ეს სიძულვილის ენაზე მეტი პრობლემაა, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ საჭიროა ცვლილებების შეტანა საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მოქმედ წესებში. 

საარჩევნო უბნებთან შეკრება უნდა იყოს გარკვეულ რადიუსზე აკრძალული. აქ, ხელისუფლება, როგორც წესი ადმინისტრაციული რესურსია შეკრებილი, ასევე კოორდინატორი, ძველი ბიჭები და ზეწოლას ახორციელებენ ამომრჩეველზე, - ამბობს იგი. 

რატიანი მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში საჭიროა საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ ქალთა კვოტირების საკითხში რეგლამენტში შესატანი კორექტირება საკმარისი არ არის და ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად, პარტიის პროპორციულ სიაში, ყოველი მესამე ქალი უნდა იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი