
ეს აქცია, მათი აზრით, გეგმით, მიზნით, უნდა გადაიზარდოს დესტაბილიზაციაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი საუბრობს და აქციას "შინ ევროპისკენ" ეხმაურება.
ეს განცხადება, რომ არ შეასრულეს, დეოლიგარქიზაციის თემა მათთვის მიუღებელია, ეს არის თაღლითური განცხადებები იმის გასამართლებლად, თუ რატომ არის პოლიტიკური ნიშნით ჩამოყალიბებული პოზიცია, დაგეგმილი ეს აქცია, რომელიც მათი აზრით, მათი გეგმით, მათი მიზნით უნდა გადაიზარდოს დესტაბილიზაციაში. რასაკვირველია, აქციაზე უამრავი ხალხიმოვა ვინც ესე არ ფიქრობს და გულწეფელი დამოკიდებულება აქვს რათა ევროპას დაანახოს საზოგადოების ერთიანობა მაგრამ გამოკიტხვებიც იგივეს გვიჩვენებს საზოგადოების 85% არის ევროინტეგრაციის, სწრაფი ტემპით განვითარების მომხრე, - ამბობს ვოლსკი.
"შინ ევროპისკენ" - ამ სახელწოდებით აქცია დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე რუსთაველზე გაიმართება. აქციაზე ქართველი ხალხი ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. ამავე მიზნით აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართება.
ცნობილია, რომ დღეს, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტარები. გამომსვლელთა შორის იქნებიან: