საქართველოს შემთხვევაში დეოლიგარქიზაციას ჰქვია "დებიძინიზაცია" - უსუფაშვილი

გამოქვეყნდა:

"დღეს მეც მივალ და დავდგები იქ, როგორც ერთი მოქალაქე , რომელიც ვარ გაბრაზებული იმით, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემს ერს, ჩემს შვილებს, ჩემს თანამოქალაქეებს სერიოზულად შეუფერხეს განვითარება და კეთილდღეობა. საქართველოს შემთხვევაში, ამ ტერმინს ჰქვია "დებიძინიზაცია", იმიტომ რომ სხვა ოლიგარქის მაგვარი ცოცხალი არსება საქართველოში არ დაიარება. ევროპას თავიდანვე დაჰპირდა, რომ ერთი წელი ვიქნები და წავალო, ვერ წავიდა, მოვიდა, წავიდა, მიდის, მოდის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აქ ხალხი რომ ზის ლაპარაკობენ ხან იმაზე, რომ ევროპა უსამართლოდ გვექცევა, ხან იმაზე რომ ევროპამ, რა კარგი რამე მოგვცა და ჩვენ ამას შევასრულებთ. საკმარისია, იმ ერთმა ადამიანმა თქვას, რამე სხვა და აქ 80 ადამიანი ეგრევე გადატრიალდება და შეატრიალებს ფირფიტას"

ამბობს პარლამენტის დეპუტატი, "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი,  ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მშვიდობიან აქციასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი