Aljazeera: ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქვეყნის ქუჩებში EU-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია „შინ ევროპისკენ"  საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

Aljazeera წერს, რომ აქციაზე, რომელიც პროდემოკრატიულმა ჯგუფებმა დააორგანიზეს, 60 000 დემონსტრანტი გამოვიდა. 

 "ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქვეყნის ქუჩებში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატურის გადადების რეკომენდაცია გასცა.

საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფრიალით, დაახლოებით 60 000 დემონსტრანტი შეიკრიბა საქართველოს პარლამენტის წინ მარშზე -„შინ ევროპისთვის" - ვკითხულობთ სტატიაში. 

ქვეყნის წამყვანმა პროდემოკრატიულმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ მათ წამოიწყეს აქცია იდეით -"ვაჩვენოთ ქართველი ხალხის ერთგულება მისი ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი