
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მოწვევის წერილს უგზავნის ევროპული საბჭოს წევრებს 23 და 24 ივნისის შეხვედრის წინ. თუმცა, მიშელი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრობს და საქართველოს არ ახსენებს.
"ახლა დროა, ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია. მოგიწოდებთ უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას",- ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ ევროპული არჩევნის დასადასტურებლად საქართველოს დიდ ქალაქებში დღეს აქცია სახელწოდებით "შინ ევროპაში" ჩატარდა. მასშტაბური აქცია გაიმართა თბილისში, პარლამენტის წინ, რომელიც მსვლელობით დასრულდა.